რეზონანსი
(07.03.2025)

თუ ნატოს წევრი სახელმწიფოები არ გადაიხდიან, არ ვაპირებ მათ დაცვას, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ვფიქრობ, ეს საღი აზრია. თუ ისინი არ გადაიხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მან ნატოს მოკავშირეები დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ სურთ შეერთებული შტატების დაცვა.

„აშშ გასაჭირში რომ ყოფილიყო და გვეთქვა, რომ პრობლემა გვაქვს - საფრანგეთო, პრობლემა გვაქვს, კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებსაც არ დავასახელებ - როგორ ფიქრობთ, ისინი დაგვიცავდნენ? დარწმუნებული არ ვარ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ნატოს პოტენციურად კარგ ორგანიზაციად განვიხილავ, მაგრამ რაც ხდება, ძალიან უსამართლოა“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე