რეზონანსი
(06.03.2025)

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი დაშავებული დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს "ნიუ ჰოსპიტალში" დაუდასტურეს. დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

გუშინ, 5 მარტს, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

ამავე ადგილზე მსგავსი შემთხვევა, 2023 წელსაც მსხვერპლით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე