რეზონანსი
(05.03.2025)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობა შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე