
რამდენიმე საათის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდიაა.
მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა.
"ტრაგედია ტრიალებს. ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა. არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი. ცოლი და შვილი დარჩა" - ჰყვებიან მასზე ახლობლები.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



