რეზონანსი
(04.03.2025)

მარნეულში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. 24News.ge-ს ინფორმაციით, საღამოს მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი შუახნის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მარნეულში, „Good Times“-ის ჩაის სახლის ეზოში მოხდა.
სავარაუდოდ, სისხლიანი ინციდენტი შენობის თაობაზე მოხდა, თუმცა ჯერ ზუსტი დეტალები ცნობილი არ არის.
მიღებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
24News.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



