რეზონანსი
(03.03.2025)

ბარსელონას ცენტრში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა - დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

  ესპანეთში, ბარსელონის ცენტრში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ორ ავტობუსს შორის მომხდარი ავარიის შედეგად, ათობით ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია", – ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელი.

შემთხვევა ცნობილ საგრადა-ფამილიასთან ახლოს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე