რეზონანსი
(03.03.2025)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მშვიდობასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა.

„არსებულ ვითარებაში საქართველოსთვის ერთადერთი სწორი პოზიცია იყო ის, რაც ამ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ უზრუნველყო. სტაბილურობის შენარჩუნებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან დიდი რესურსი იყო მობილიზებული ამის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „იმედის კვირის“ სიუჟეტი გააზიარა და დაწერა: „ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს - უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე