რეზონანსი
(03.03.2025)

იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის ექვსი სოფელია ჩაკეტილი. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები.

„ამ დროისთვის ჩაკეტილია 6 სოფელი. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს წმენდით სამუშაოები. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოახდენს დიდთოვლობის გამო მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესწავლას. ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მოსახლეობისათვის პროდუქტებისა და საჭირო ნივთების მიწოდება“, - აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე