რეზონანსი
(03.03.2025)

ხარაგაულში უხვი ნალექის გამო, ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც, იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დრონებით ხდებოდა ხეობის დათვალიერება და სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფლის დადგენა.

ამ დროისთვის ჯგუფი აღნიშნული ტერიტორიისკენ მიემართება. კადრებში ჩანს, რომ მწყემსი ტერიტორიაზე უვნებლად გადაადგილდება. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში, სამ პირთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხდებოდა. ორი პირის ადგილსამყოფელზე მაშველები რამდენიმე დღის წინ მივიდნენ, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე