რეზონანსი
(02.03.2025)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დღევანდელ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, მალე კვლავ გამართონ შეხვედრას, რათა „ ქმედებების მიღმა ტემპი შეინარჩუნონ" და გააგრძელონ მუშაობა საერთო გეგმისკენ.

„ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ", - განახადა შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა და დასძინა: "ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის".

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, "მნიშვნელოვანია კონტინენტის მჭიდროდ მუშაობა აშშ-სთან".

კერძოდ, სტარმერს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა საფრთხე, რომ დასავლეთი შეიძლება გაიყოს უკრაინის მხარდაჭერის გამო - ევროპასა და აშშ-ს ურთიერთობების კონტექსტში.

სტარმერის თქმით, ევროპა და აშშ ერთად უნდა დადგნენ და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტინენტი მჭიდროდ მუშაობდეს აშშ-სთან.

მისივე თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე