
არ უნდა დავზოგოთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად, აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელიც დღეს ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.
„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან. აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს", - აცხადებს გიტანას ნაუსედა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



