რეზონანსი
(02.03.2025)

საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე