რეზონანსი
(01.03.2025)

აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების წმენდა, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ.

„ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა და უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ამ გზის გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ სურებს ელექტროენერგია სრულად აღუდგა. რამდენიმე დღეში სურებისკენ მიმავალი გზა სრულად გავლადი იქნება.“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე