რეზონანსი
(01.03.2025)

იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.
იმერეთში სახელმწფიო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მიღებული პროდუქტები დახარისხდება და დღესვე მყისიერად დაურიგდება დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



