რეზონანსი
(28.02.2025)

 ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში შემდეგი სახი მიმართვას აქვეყნებს:

"პირველად, როცა მომიწია მოლაპარაკება დამოუკიდებლად გამემართა, მრავალი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ მასწავლა საფუძვლები: „ნებისმიერი ნაბიჯის უფლება გაქვს, მაგრამ არასოდეს... არასოდეს დაამცირო შენი კოლეგა"!

უნდა იფიქრონ მათ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელად აღიქვან!"

 ასევე მან შემდეგი კომენტარი გამოაქვეყნა:

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისაა ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - {..} - მხარს გიჭერთ, ბატონო პრეზიდენტო" - დაწერა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე