რეზონანსი
(27.02.2025)

უნგრეთი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მოკლე პროგრამით იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა, ინგა გურგენიძემ, რომელმაც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გურგენიძემ მსაჯებისგან 67.47 ქულა დაიმსახურა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია. ქართველი ფიგურული მოციგურავე თავისუფალი პროგრამით პირველ მარტს წარდგება.
15 წლის ინგა გურგენიძე „ბაკურიანი 2025"-ის ჩემპიონია. ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



