
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
"მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა მოსახლეობას ბაღდათში, სადაც ტექნიკური საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს სახლების სახურავების გადათოვლისა და ეზოების გაწმენდის პროცესშიც აქტიურად ეხმარებიან.
ბაღდათის რაიონის გარდა, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის არეალი მოიცავს სამტრედიის, ვანის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის რაიონებსა და მიმდებარე სოფლებს. საჭიროების შემთხვევაში, მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები, დროებით, მარტივად მისადგომ და უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.
პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრის მიზნით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა იმერეთის რეგიონის საკოორდინაციო შტაბიდან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში იმერეთის რეგიონშიც აქტიურად მონაწილეობენ
გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა
თურქეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ფინალშია
მიხეილ სარჯველაძე: ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ უზრუნველყოფილია
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



