რეზონანსი
(27.02.2025)

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე. მოტოციკლეტი, რომელზეც 2 ადამიანი იჯდა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა ისე, რომ ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება მანქანის სახურავზე აღმოჩნდა. მოტოციკლეტის მგზავრები - ბიჭი და გოგო - კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გავრცელებული ფოტოს კომენტარებში წერენ, ავარია მანქანის არასწორმა მანევრმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე