რეზონანსი
(26.02.2025)

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიმდინარე საპროტესტო აქციებზე თავის შეხედულებას ავრცელებს:

მაინც მჯერა, რომ ოდესღაც ხალხი გამოიღვიძებს და მიხვდება თუ რა ტყუილად დაატარებდნენ ქუჩაში მოსყიდული მედიაფრინველები და პოლიტიკოსები მაშინ, როცა ქოცები გეომეტრიული პროგრესიით ზრდიან ჯარიმებს და რეპრესიულ კანონებს. როცა ვიღაც ძალით თავისუფლებას გართმევს, გაბრაზებული მდუმარება ბევრად ეფექტურია, ვიდრე უაზრო ხმაურით ამ გაბრაზების ქუჩაში მიმოფანტვა. გამოღვიძებამდე კი, იმედგაცრუების გარდა, არაფერს უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ“, - დაწერა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე