რეზონანსი
(24.02.2025)

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანასპონსორობა გაუწია აშშ-ს რეზოლუციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ

„აქ მთავარი მესიჯია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. გვიხარია რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ერთი ერთი ემთხვევა იმ მიდგომას, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა. შესაბამისად, ჩვენ გავხდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ რეზოლუციას გვერდში დავუდექით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საქართველო გაეროში ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორია. პროექტს, რომელიც ომის დასრულებას ეხება უკვე უერთდებიან უნგრეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე