რეზონანსი
(24.02.2025)

სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.

"ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა"- წერს ცნობილაძე. 

შეგახსენებთ, დღეს დილით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის ბინაში პოლიცია შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით იწყება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე