რეზონანსი
(24.02.2025)

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში პოლიცია შევიდა. არსებული ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლები ცნობილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ. რას ეძებენ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს კომპიუტერი, ლეპტოპი და ტელეფონი.
ცნობისთვის, ცნობილაძე თბილისში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



