რეზონანსი
(24.02.2025)

 საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება.  2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი -მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა.

30% - ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. ხოლო, 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. დეტალურად, რომ გავმიჯნოთ - ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე