რეზონანსი
(23.02.2025)

გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი.

როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ორივე ახალგაზრდას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე