რეზონანსი
(22.02.2025)

თბილისში მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს მათი საერთო შვილის თვალწინ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მამაკაცს, ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



