რეზონანსი
(22.02.2025)

თბილისში, ორთაჭალაში სასტიკი მკვლელობა მოხდა, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარის გამო 3 ადამიანი დააკავეა, კიდევ ერთს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ეჭვმიტანილის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შვილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, ფულის გამოძალვას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე