რეზონანსი
(21.02.2025)

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით მოვიდნენ.

მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”

ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.

მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს დროშები, რადგან მარშის ლოზუნგი იყო - „დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის”.

„დიდება გმირებს!“ „გამარჯვება უკრაინას!” გამარჯვება საქართველოს!”- სკანდირებენ მარშის მონაწილეები.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 86-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე