რეზონანსი
(19.02.2025)

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უარყო ომის დროს არჩევნების ჩატარების იდეა.

„უკრაინას ტყვიები სჭირდება და არა ბიულეტენები“, - აღნიშნა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა.

„დაბომბვის ქვეშ დემოკრატიის ხელახლა გამოგონება არ არის დემოკრატია, ეს არის სცენაზე მართული სპექტაკლი, რომლის მთავარი ბენეფიციარი კრემლშია“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე