რეზონანსი
(19.02.2025)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მაისიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. მან ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ მაისის თვეში დავიწყეთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა რომ სრულიად დავამთავროთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე