რეზონანსი
(19.02.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსებს არ სურდათ კიევის განადგურება - „რომ ნდომებოდათ, გააკეთებდნენ ამას“.
„რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს“, - განაცხადა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



