რეზონანსი
(18.02.2025)

გარდაბანში ბიზნესმენ ალაზირ ირზაევს საკუთარ ეზოში ავტომობილი დაუწვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იყო თანხის გამოძალვის მცდელობაც.

ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე