რეზონანსი
(17.02.2025)

ეროვნული ბანკი თავისი ზედამხედველობის ფარგლებში მოქმედებს და ნებისმიერი ქმედება კანონითაა განპირობებული, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისის საოლქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვიის მიერ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ი ბანკებს სანქციებსა და ჯარიმებს აუცილებლობის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად უწესებს და „ქართუ ბანკის“ შემთხვევაშიც ასე მოიქცა .

„ნებისმიერი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკი არ უნდა დაჯარიმებულიყო, ან მოსაზრება რომ სპეციალურად იყო დაჯარიმებული, უსაფუძვლოა, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ მოიკვლიოს და მსგავს შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების გადაწყვეტილება მიღებული იქნა გამოთხოვილი დოკუმენტების ანალიზისა და საჯარო განცხადებების ერთობლიობის საფუძველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე