რეზონანსი
(16.02.2025)

ინდოეთში, ნიუ-დელის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რკინიგზის სადგურზე ორი მატარებელი დაგვიანებით მივიდა და მატარებლებში მოხვედრას დიდი რაოდენობით მგზავრი ცდილობდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 10 ქალი და 3 ბავშვია.

ცნობისთვის, ათასობით მორწმუნე მატარებლებში მოხვედრას ცდილობდა, რომლებიც პრაიაგრაჯის დროებით დასახლებაში მიემართებოდნენ, სადაც Maha Kumbh-ის ფესტივალი უნდა გაიმართოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე