რეზონანსი
(15.02.2025)

შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები,” - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



