რეზონანსი
(15.02.2025)

თბილისში წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა სკოლის მოსწავლე. შემთხვევა გლდანში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. მოზარდი მრავლობითი მოეტეხილობებით კლინიკა ჯერარსშია გადაყვანილი და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„საშინელი მუხრუჭის და კივილის ხმა გავიგონე. თეთრი მანქანა შეასკდა ახალგაზრდა გოგონას და მინიმუმ 15 მეტრით მოისროლა. ახლაც შოკში ვარ. ძალიან მინდა იმის გაგება ვინ არის დაზარალებული და როგორ მდგომარეობაშია ახლა ის" - ჰყვება თვითმხილველი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



