რეზონანსი
(13.02.2025)

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
"ჩვენ საუდის არაბეთში შევხვდებით". - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში. მანამდე, ტრამპმა დაწერა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან შეთანხმდა, რომ მყისიერად დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება პრაქტიკული არ არის. ამასთანავე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა ყველა ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებს, თუმცა დაამატა, რომ ტერიტორიების "რაღაც ნაწილს" უკრაინა დაიბრუნებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



