რეზონანსი
(12.02.2025)

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბერ-იანვრის თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა, – ასეთია გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგი.
გამოკითხვა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა, სადაც ლიონის „ოლიმპიკის“ ქართველ თავდამსხმელს კონკურენციას უწევდნენ მოსეს საიმონი („ნანტი“), ლუკას სტასინი („სენტ-ეტიენი“), აგუსტინ ბოაკი („სენტ-ეტიენი“) და მაგნეს აკლიუჩი („მონაკო“).
მიქაუტაძემ ეს გოლი ლიგა 1-ის მე-14 ტურის მატჩში „ანჟესთან“ გაიტანა. „ლიონმა“ შეხვედრა 8 დეკემბერს, გასვლაზე ჩაატარა, ხოლო გიორგიმ მეტოქის კარი ეფექტური შესრულებით აიღო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



