რეზონანსი
(12.02.2025)

უცხოური დონორების მიერ ქართული "ენჯეოების" დაფინანსების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, USAID-თან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ "უხეშ გარე ჩარევებში" და მათ პოლიტიკური ვითარების დამძიმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

"უხეშ გარე ჩარევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოსვე პოლიტიკურ პროცესებში, ამაში აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები USAID-თან ერთად. ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასე აქტიურობდა და ცდილობდა, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი დამძიმებულიყო, ამაში თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა არის გამოკვეთილი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე