რეზონანსი
(10.02.2025)

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა.

ჯიპის მარკის ავტომობილი, რომელშიც არსებული ინფორმაციით, 17-18 წლის ახალგაზრდები ისხდნენ, საავტომობილო გზაზე მოცურდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

დაშავებული ახალგაზრდები ადგილობრივები არიან, ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა, მათგან ერთს მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე