რეზონანსი
(09.02.2025)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები", "ცეცხლი ოლიგარქიას".
პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ "შუა ქალაქის ფანების" მარშიც.
მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტერზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



