რეზონანსი
(09.02.2025)

იტალიის ქალაქ გენუაში კადეტთა ევროპის თასის გათამაშება მიმდინარეობს. ფინალურ ბრძოლაში ძიუდოისტი ქეთი რობაქიძე (- 70კგ) ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალამდე მან ხორვატიელი და ჩეხი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ქართველ ძიუდოისტ ელენე კურდღელიას შეხვდა და ბრძოლა ქეთი რობაქიძის გამარჯვებით დასრულდა.

ქართველი ძიუდოისტები გენუის კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე