რეზონანსი
(09.02.2025)

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს, რომ საზოგადოება ყოველდღე უნდა დადგეს ერთად და “რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნის დასახსნელად იბრძოლოს”.

“პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს. რუსთაველია დღეს აჯანყებული ხალხის სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო ამ ქვეყანაში.

რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უნდა ვიდგეთ ყოველ საღამოს. რეჟიმის მძევლებს ჩვენი იმედი აქვთ - ვინც გარეთ ვართ.

ყოველდღე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ რეჟიმის ტყვეობიდან ქვეყნისა და მათ დასახსნელად.

შევხვდებით ხვალ რუსთაველზე!”- წერს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე