რეზონანსი
(08.02.2025)

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობიდან გამართული მარშის მონაწილეებიც ლოზუნგით: „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

დღეს პროტესტის 73-ე დღეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე