რეზონანსი
(08.02.2025)

პრაღაში ხმლით მოფარიკავეებს შორის კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მერვედფინალში მან უკრაინელი მეტოქე 15:7 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 15:5 სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ სპორტსმენთან 15:10 დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე