რეზონანსი
(08.02.2025)

საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას.
„საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



