რეზონანსი
(08.02.2025)

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ნიკორას” მაღაზიიდან თანხა გაიტაცეს.
თვითმხილველების თქმით კაცი მანქანიდან გადმოვიდა სალაროდან თანხა მუქარით გაიტაცა და ისევ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
“გადმოხტა მანქანიდან შევიდა”ნიკორაში” და სალაროდან თანხა წაიღო, მერე ისევ მანქანაში ჩაჯდა. ამ მაღაზიას ძალიან კარგი მუშაობა აქვს და დიდი რაოდენობით თანხასაც წაიღებდა”,- ამბობს ადგილზე მყოფი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს, პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



