
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ მიმდინარე პროტესტზე საუბრისას აქციების მონაწილეების, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას 5000-ლარიანი გირაო დაეკისრება, რის სანაცვლოდაც აპირებს, მოსამართლეს ალტერნატივად პატიმრობის შეფარდება სთხოვოს.
„17 ნოემბრის საქმეზე მაქვს [სასამართლო პროცესი], ასევე, 5 იანვრის საქმეზე - რაც საშიშია, 5 ათას ლარიანი ჯარიმაა. ვაპირებ, მოსამართლეს ვუთხრა და ჩემ ირგვლივაც ბევრს არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 ათასი ლარი გადაიხადოს. ალტერნატივა არსებობს პატიმრობა. მირჩევნია [ადმინისტრაციული] პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 ათასი ლარი გადავიხადო. ამის გამო წინააღმდეგობა არ უნდა შევწყვიტოთ. დიდი წნეხია ადამიანებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



