რეზონანსი
(07.02.2025)

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი კლინიკა "ვივამედში" შევიდა - ისინი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას შეისწავლიან.
ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.
მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.
დღესვე, დაკავებული ჟურნალისტი ადვოკატმა მოინახულა და განაცხადა, რომ ის კვალავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



