რეზონანსი
(07.02.2025)

   დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და არ აპირებს სანქციების დაწესებას მისი ოფიციალური პირებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის სპიკერმა განაცხადა.

„ეს არის აშშ-ის საქმე. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არ ვაპირებთ სანქციების დაწესებას სასამართლოს ცალკეული წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე