რეზონანსი
(07.02.2025)

USAID-მა მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული მთელი თავისი პერსონალი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციული შვებულება არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციებს უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, 30 დღის განმავლობაში, ორგანიზაციის პერსონალი, რომელიც აშშ ის ფარგლებს გარეთ მუშაობს, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.

ამ შემთხვევაშიც გამონაკლისს დაუშვებენ იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახური მდგომარეობის გამო დათქმულ ვადებში აშშ-ში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ. თითოეული ასეთი განცხადება ინდივიდუალური წესით განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე